ცხელი ხაზი: 292 00 55
2019 წლის 4 დეკემბერს, მცხეთა-მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატებმა ნათია ბერძენიშვილმა და ქეთევან თალაკვაძემ შეხვედრა გამართეს მცხეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლაში.
შეხვედრა ჩატარდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული გლობალური კამპანიის ფარგლებში, რომლის წლევანდელი თემა "სექსუალური შევიწროებაა". ასევე განიხილეს არასრულწლოვანის მართლმსაჯულების საკითხები.-კანონმდებლობდა და იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები.
მცხეთა-მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიურო აქტიურად თანამშრომლობს მის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე საჯარო სკოლებთან, გასვლითი ღონისძიების მიზანია არასრულწლოვანთა მართლშეგნების და პასუხისმგებლობის ამაღლება, მათთვის უფლებების განმარტება და დანაშაულის თავიდან არიდება.
#სახელმწიფოზრუნავს #ყველაქალსაქვსსათქმელი #16დღიანიკამპანია2019 #იურიდიულიდახმარება