ცხელი ხაზი: 292 00 55
4 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში შედგა შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან. ღონისძიება ორგანიზებული იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ და მასში მონაწილეობდნენ შსს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორიგის დეპარტამენტის წარმომადგენლები და ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები სოფიო ჩირგაძე და სალომე ნარმანია.
როგორც ცნობილია, ქვემო ქართლი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონია და სტატისტიკურად მრავლადაა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევები.საზოგადოებრივმა ადვოკატმა სოფიო ჩირგაძემ შეკრებილებს გააცნო ძალადობის ერთ-ერთი ფორმის -"სექსუალური შევიწროების" საკითხები და უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისები, რომლის მიღებაც ძალადობის მსხვერპლებს შეუძლიათ. ყურადღება ასევე გამახვილდა ადრეული ქორწინების საკითხზეც.
ადგილობრივი მოსახლეობა გამოირჩეოდა აქტიური ჩართულობით, აღნიშნა, რომ მსგავსი სახის შეხვედრებს შეუძლია მნიშვნელოვანი როლის თამაში მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების საქმეში.
აღნიშნული ღონისძიება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში.