ცხელი ხაზი: 292 00 55
6 დეკემბერს, გურიის-ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროში ოზურგეთში მოქმედი სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, მუნიციპლიტეტის ადმინისტრაციაში დასაქმებული პირები შეიკრიბნენ.
ბიუროს უფროსმა იამზე მემარნიშვილმა და კონსულტანტმა ინგა ყიფიანმა შეკრებილ საზოგადოებას გააცნეს 26 ნოემბრიდან 16 დეკემბრადე მიმდინარე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული, გლობალური კამპანიის საკითხი - სექსუალური შევიწროება - რას გულისხმობს იგი, შევიწროების რა და რა ფორმები არსებობს და როგორ ავიცილოთ თავიდან მსგავსი შემთხვევევბი, ან რა მოვიმოქმედოთ, თუ წავაწყდით ძალადობის ამ ფორმას.
შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების საკითხებით ძალადობის მსხვერპლებისა და სავარაუდო მსხვერპლებისთვის, ასევე გაეცნენ იურიდიული დახმარების სამსახურის სხვა სერვისებს.
#სახელმწიფოზრუნავს
#ყველაქალსაქვსსათქმელი
#16დღიანიკამპანია2019
#იურიდიულიდახმარება