6 დეკემბერს, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული გლობალური კამპანიის ფარგლებში, სამეგრელოს - ზუგდიდის თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი რომან კეიდია და სპეცილისტი ფატიმა შედანია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფ. ფახულანის #2 საჯარო სკოლის პადაგოგებს, მოსწავლეებს, დევნილ და ადგილობრივ მოქალაქეებს შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ფონდ "სოხუმის" წარმომადგენელი მარიკა მეგრელიძე.

იურისტები შეკრებილებს ესაუბრნენ იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე (სექსუალური შევიწროება), მიწის რეგისტრაციის, სოციალური დახმარების პროგამების შესახებ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის; ასევე საუბარი შეეხოშემდეგ თემებს იყო ბულინგი; იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები; მხარდამჭერის მიმღებად ცნობის საკითხები; სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის საკითხები; პენსიის დანიშვნის საკითხები; მემკვიდრეობა და სხვა.

საუბარი ასევე შეეხო ქალთა უფლებების გაცნობას დევნილი და კონფლიქტისპირა სოფლების მოსახლეობისთვის, რომელიც  ქალებზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორცილების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმითაა გათვალისწინებული. 

აღსანიშნავია, რომ სოფელი ფახულანი მდებარეობს კონფლიქტის ზონასთან ახლოს და ფახულანის #2 საჯარო სკოლაში დევნილი ბავშვებიც სწავლობენ, რომლებიც გადმოდიან ოკუპირებული ტერიტორიიდან.