ცხელი ხაზი: 292 00 55
თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა 9 დეკემბერს გასვლითი საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს შსს მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრში.
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული სამთავრობო-სამოქმედო გეგმისა და გლობალური კამპანიის ფარგლებში, მარინე ბარაქაძემ და თამარ კაპანაძემ შეკრებილებთან 2019 წლის გლობალური კამპანიის მთავარი თემის, სექსუალური შევიწროების საკითხებზე ისაუბრეს. შეკრებილებმა ინფორმაცია მიიღეს ამ კუთხით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც სექსუალური შევიწროების ცნება და კანონის აღსრულების მექანიზმები განისაზღვრა. შეხვედრის მონაწილეებს გადაეცათ სამსახურის ბროშურები სექსუალური შევიწროების, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და სხვა თემებზე..