თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები პრაქტიკულ სასწავლო კურსს იურიდიული დახმარების სამსახურში გაივლიან.

21 დეკემბერს. ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შესაბამის მემორანდუმს ხელი სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი ამილახვარმა მოაწერეს.

შეთანხმების მიხედვით, უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო/სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებისთვის პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით პრაქტიკული სასწავლო კურსი - კლინიკა ჩამოყალიბდება. პრაქტიკულ კურსს სტუდენტები ერთი აკადემიური სემესტრის განმავლობაში გაივლიან იურიდიული დახმარების სამსახურის ბაზაზე. სემესტრის ბოლოს, წარმატებულ სტუდენტებს აკადემიური კრედიტი მიენიჭებათ.

მემორანდუმი ძალაში შევიდა ხელის მოწერისთანავე.