ცხელი ხაზი: 292 00 55
14-15 იანვარს, იურიდიული დახმარების სამსახურში, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით მიმდინარეობს ტრეინინგი თემაზე: აღკვეთის ღონისძიებები; ადამიანის უფლებათა შემზღუდავი საპროცესო მოქმედებების გამოყენების სტანდარტი; ტრეინინგს უძღვებიან ევროსაბჭოს ექსპერტები იოვანა როანა და ბესარიონ ბოხაშვილი.
ტრეინინგზე განიხილავენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების შესახებ: იძულებითი და წინასასამართლო ზომების გამოყენების საკითხზე. ტრეინინგის ფარგლებში განხილულ იქნა დაკავების, გაჩერებისა და ჩხრეკის, კანონიერება, მართლზომიერება და თვითნებობის დაუშვებლობა, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის, ისე ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.
ტრეინინგის მონაწილეები ასევე ეცნობიან სათანადო წინდახედულების ცნების და სახელისუფლებო ორგანოების კეთილსინდისიერების საკითხებს.
ტრეინინგი ატარებს ინტერაქტიულ ხასიათს. ადვოაკტები, კონსულტანტები სხვადასხვა სავარჯიშოების საშუალებით ჩართულნი არიან სამუშაო პროცესში.