ცხელი ხაზი: 292 00 55
დღეს, 6 თებერვალს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა ვაჟა ვარდიძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის თანახმად, უნივერსიტეტის სტუდენტები პრაქტიკულ სასწავლო კურსს იურიდიული დახმარების სამსახურში გაივლიან.
უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში, სტუდენტებისთვის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით ჩამოყალიბდება პრაქტიკული სასწავლო კურსი - "კლინიკა" და სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაეცნონ მოქმედი საზოგადოებრივი ადვოკატების საქმიანობას.
ახალგაზრდები ასევე მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიებში, რომელსაც იურიდიული დახმარების სამსახური სხვადასხვა დროს ჩაატარებს.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, რაჟდენ კუპრაშვილი შეხვდა უნივერსიტეტის სტუდენტებს და მათ საქართველოში მოქმედი უფასო სამართლებრივი სისტემა და იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები გააცნო