ცხელი ხაზი: 292 00 55
2019 წლის სექტემბერში, თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს მომართა თბილისში მცხოვრებმა გადახდისუუნარო ქალმა ტ.კ.-მ, რომელსაც ყოფილი მეუღლე - ა.კ., ბოლო ორი წლის განმავლობაში, არ აძლევდა არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის საშუალებას.
ბენეფიციარის ინტერესები დაიცვა საზოგადოებრივმა ადვოკატმა მაია დადვანმა. მან სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. ადვოკატის დახმარებით, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მხარეები მორიგდნენ არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარე და დედას მიეცა უფლება ურთიერთობა იქონიოს მცირეწლოვან შვილთან.