20 ივნისიდან პანკისის ხეობის მცხოვრებლები უფასო იურიდიული მომსახურებით ისარგებლენ. ისინი იურიდიულ დახმარებას ხეობიდან გაუსვლელად, სოფელ დუისში, იურიდიული დახმარების სამსახურის ახლადგახსნილ საკონსულტაციო ცენტრში მიიღებენ. პირველ ეტაპზე პანკისელებს ერთი იურისტი მოემსახურება, შემდგომში საკონსულტაციო ცენტრში 2 იურისტი - ქალი და მამაკაცი დასაქმდება. ისინი ადგილობრივებს გაუწევენ ისეთ დახმარებას, როგორიცაა: იურიდიული კონსულტაცია ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა, საადვოკატო მომსახურება, წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოში.

იურიდიული დახმარების სამსახური თანდათანობით ზრდის სერვისების ტერიტორიულ ხელმისაწვდომობას. დღემდე ქვეყნის მასშტაბით იურიდიული დახმარების სამსახურის 12 ბიურო და 8 საკონსულტაციო ცენტრი მოქმედებს. იურიდიული დახმარების საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს რეგიონებში მალე გაიხსნება 2 ბიურო და 8 საკონსულტაციო ცენტრი. დუისში საკონსულტაციო ცენტრის გასნის საზეიმო ცერემონიას აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.