ცხელი ხაზი: 292 00 55
ქუთაისის ბიუროში მიმდინარეობს ტრენინგი თემაზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 გათვალისწინებული თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებაზე, კერძოდ, იძულებითი და წინასასამართლო ზომების გამოყენების საკითხზე.
ტრენინგი ტარდება საქართველოში და მას უძღვებიან ევროპის საბჭოს ექსპერტი იოვანა როანა და ადამიანის უფლებათა და სისხლის მართლმსაჯულების ექსპერტი ლევან მესხორაძე. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით დაშვებული თავისუფლების შეზღუდვის ფარგლები.
მსმენელები გაეცნენ ინფორმაციას წინასწარი პატიმრობის და წინასასამართლო ზომების გენდერ-სენსიტიურად გამოყენებასა და ამ ზომების მოწყვლად ჯგუფებთან გამოყენების თაობაზე. ლევან მესხორაძემ ისაუბრა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-8 მუხლით დადგენილ უახლესი სტანდარტებისა და ეროვნულ კანონმდებლობაზე ჩხრეკისა და ამოღების ჭრილში. ადვოკატები გაეცნენ უკანონო დაკავებისათვის კომპენსაციის უფლებას და მის პრაქტიკულ მაგალითებს.
ტრენინგი ორდღიანია (18-19 თებერვალი) და მას დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი იურიდიული დახმარების ბიუროების წარმომადგენლები ესწრებიან.