ცხელი ხაზი: 292 00 55
სოციალური მომსახურების სააგენტო მცხეთაში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი ქალისაგან - ნ.წ.-სგან ითხოვდა სოციალური შემწეობის, ზედმეტად გადახდილი 6714 ლარის დაკისრებას იმ მოტივით, რომ მან დაუმალა სოციალურ სამსახურს დეკლარაციის შედგენის დროს მიწის ნაკვეთის მის სახელზე რეგისტრაციის ფაქტი და დროულად არ აცნობა მას ამის შესახებ.
ნ. წ.-მ დახმარებისათვის მიმართა იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა–მთიანეთის ბიუროს და დაენიშნა ადვოკატი ირმა ჯიმშიაშვილი.
საზოგადოებრივმა ადვოკატმა გამოითხოვა საჯარო რეესტრიდან შესაბამისი დოკუმენტები და სასამართლო პროცესზე დაუსაბუთა სასამართლოს, რომ მოთხოვნა იყო უსაფუძვლო, ვინაიდან მიწის რეგისტრაცია განახორციელა მამამისმა მიწის სპორადული აღრიცხვის წესით და ვინაიდან ბენეფიციარი იყო მამამისის კომლის წევრი, მის სახელზე ავტომატურად მოხდა მიწის ნაკვეთის წილობრივ თანასაკუთრებად აღრიცხვა, მას ამის თაობაზე არ მიუმართავს საჯარო რეესტრისათვის და არც არანაირი დოკუმენტი არ წარუდგენია. გარდა ამისა ნორმატიული და კანონქვემდებარე აქტები დეკლარაციის შედგენის დროს ქონების დამალვისათვის პირისაგან თანხის უკან დაბრუნების შესაძლებლობას არ ითვალისწინდა.
სასამართლომ სრულად გაიზიარა ადვოკატ ირმა ჯიმშიაშვილის მოსაზრებები და სოციალურ სამსახურს უარი უთხრა ნ. წ.-სათვის თანხის დაკისრებაზე.