ცხელი ხაზი: 292 00 55
24 თებერვალს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ბატონი რაჟდენ კუპრაშვილი შეხვდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებს, რომელთაც არჩეული აქვთ სამართლის კლინიკის იურიდიული დახმარების სამსახურში გავლა. შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია და სტუდენტები გაეცნენ სამსახურის შესახებ ინფორმაციასა და მომავალი თანამშრომლობის დეტალებს.