ცხელი ხაზი: 292 00 55
დღეს, 27 თებერვალს, იურიდიული დახმარების სამსახურს ესტუმრნენ ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციიის წარმომადგენლები, რომლებსაც საქართველოში ჩატარებული აქვთ ტრენინგები ნაფიც მსაჯულთა უნარების შესახებ.
შეხვედრაზე იმსჯელეს ნაფიც მსაჯულთა განსახილველ საქმეებზე მომუშავე საზოგადოებრივი ადვოკატების კვალიფიკაციის ამაღლება/გადამზადებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამერიკელი კოლეგები აქიურად ჩაერთვებიან და მაღალკვალიფიციურ რჩევებს მისცემენ საზოგადოებრივ ადვოკატებს აღნშნულთან დაკავშირებით.