ძვირფასო კოლეგებო,

კორონორავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, საქართველოსა და მთლიანად მსოფლიოში არსებული  მდგომარეობის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მუშაობა დისტანციურ რეჟიმში გადავიტანოთ.

ხვალიდან, 2020 წლის 13 მარტიდან 2020 წლის 1 აპრილამდე, სამსახურის აპარატის, ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლები, განსაკუთრებით გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ჩვენ მოვალეობებს დისტანციურად შევასრულებთ.

საზოგადოებრივი ადვოკატები თავიანთი სამუშაოს ნაწილს შეასრულებენ ასევე დისტანციურად, თუმცა აუცილებლად გამოცხადდებიან ჩანიშნულ სასამართლო პროცესებზე და ჩვეული რეჟიმით დაესწრებიან ყველა საგამოძიებო  და სხვა საპროცესო მოქმედებებს. იურიდიული კონსულტაციები ასევე ჩატარდება დისტანციურად.

კოლეგებო,  სწორედ ახლა გვჭირდება მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამოხატვა და  მაქსიმალური მობილიზაცია ჩვენი პროფესიული მოვალეობების შესასრულებლად. გამოვიყენოთ  ყველა  ტექნიკური საშუალება, რათა ჩვენი ბენეფიციარები კვლავ მაღალკვალიფიციურად უზრუნველვყოთ უფასო სამართლებრივი დახმარებით. განვაგრძობთ მუშაობას ჩვეული რიტმით, მხოლოდ დროებით იცვლება სამუშაოს შესრულების ადგილი. იმედი მაქვს,  პრობლემა დროულად მოგვარდება და მალე  შევძლებთ  ჯანსაღ  გარემოში ცხოვრებასა და მუშაობას.

რაჟდენ კუპრაშვილი

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი