ცხელი ხაზი: 292 00 55
იურიდიული დახმარების სამსახური აგრძელებს დისტანციურ რეჟიმში მუშაობას და დღეს წარმატებით განხორციელდა იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსურსო კომისიის მიერ დისტანციური გასაუბრება საკონსულტაციო ცენტრებსა და სამსახურის აპარატში გამოცხადებულ კონკურსებთან დაკავშირებით.
საკონკურსო კომისია შეუფერხებლად გაესაუბრა კანდიდატებს, პროგრამა" Zoom კონფერენციის" მეშვეობით, რომლის ხელმისაწვდომობა უზრუნველყო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ USAID-PROLoG.
კანდიდატებთან წინასწარ განხორციელდა კომუნიკაცია Zoom კონფერენციის მეშვეობით გასაუბრებასთან დაკავშირებით და სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოსა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერის მიერ განხორციელდა კონსურსანტების ტექნიკური დახმარება; საკონკურსო კომისია დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს სამსახურში გამოცხადებულ კონკურსებზე კონსურსანტებთან გასაუბრებას.