ცხელი ხაზი: 292 00 55
დღეს, 30 აპრილს, USAID PROLoG-ის პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს, დისტანციური ტრენინგი თემაზე - „სამემკვიდრეო სამართალი - კომლის საკუთრება“. ტრენინგს უძღვება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ხაჟომია.
ტერნინგის დასაწყისში მონაწილეებს მიმართეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პირველმა მოადგილემ ნინო მელაძემ და “კანონის უზენაესობი სმხარდაჭერა საქართველოში” (USAID/PROLoG) პროექტის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ.
ტრეინინგზე განიხილება მემკვიდრეობის საფუძვლები, სამკვიდროს გახსნისა და სამკვიდროს მიღების გზები, სასამართლო პრაქტიკა სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, კომლის ქონებაზე საკუთრების და მემკვიდრეობის უფლებასთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკა, მეუღლეთა თანასაკუთრებაზე მემკვიდრეობის უფლების თავისებურები, ანდერძის ბათილად ცნობის წინაპირობები, სასამართლო პრაქტიკა უღირს მემკვიდრედ ცნობასთან დაკავშირებით.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს იურიდიული დახმარების სამსახურის სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციის ადვოკატებმა. ტრენინგი მიმდინარეობდა ადვოკატების აქტიური ჩართულობით.
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, იურიდიული დახმარების სამსახური დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს ტრეინგების ჩატარებას და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას.