დღეს,5 მაისს, USAID PROLoG-ისპროექტისფარგლებში, ჩატარდა რიგით მეორე დისტანციური ტრენინგი თემაზე - „სამემკვიდრეო სამართალი - კომლის საკუთრება“. ტრენინგს უძღვებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ხაჟომია. 

ტრეინინგზე განხილულ იქნა მემკვიდრეობის საფუძვლები, სამკვიდროს გახსნისა და სამკვიდროს მიღების გზები, სასამართლო პრაქტიკა სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, კომლის ქონებაზე საკუთრების და მემკვიდრეობის უფლებასთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკა, მეუღლეთა თანასაკუთრებაზე მემკვიდრეობის უფლების თავისებურები, ანდერძის ბათილად ცნობის წინაპირობები, სასამართლო პრაქტიკა უღირს მემკვიდრედ ცნობასთან დაკავშირებით. 

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს იურიდიული დახმარების სამსახურის სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციის ადვოკატებმა. ტრენინგი მიმდინარეობდა ადვოკატების აქტიური ჩართულობით. 

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, იურიდიული დახმარების სამსახური დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს ტრენინგების ჩატარებას და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას.