ცხელი ხაზი: 292 00 55
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე წარადგინა სამსახურის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში. მან შესავალ სიტყვაში დეპუტატებს მოკლედ ასევე მოუთხრო იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით განხორციელდა. გასული წლის ანგარიშში კი ასახულია სამსახურის რეფორმები, სერვისების განვითარების, უფასო სამართლებრივ დახმარებაზე ტერიტორიული ხელმისაწვდომობის გაზრდის საკითხები, სტატისტიკური და ფინანსური ინფორმაცია.