ბავშვთა ბულინგი, ბავშვთა მიმართ და ოჯახში ძალადობა“ - აღნიშნულ საკითხებმზე დღეს, 28 მაისს ტარდება ტრენინგი იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისა და კონსულტანტებისთვის. იგი  დისტანციურად, USAID PROLoG-ის პროექტის ფარგლებში ხორციელდება. ტრენინგს უძღვება საზოგადოებრივი ადვოკატი თამარ გაბოძე.

ტრენინგის დასაწყისში მონაწილეებს მიმართეს იურიდიული დახმარების სამსახურის სასწავლო ცენტრის უფროსმა ქეთევან ბოჭორიშვილმა და პროექტის - “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (USAID/PROLoG) ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ.

განიხილება ბავშვთა ჩაგვრისა და და ძალადობის მასშტაბები: ძალადობის ფორმა, მიზეზები და შედეგები, ტოლერანტობა და ინკლუზიური განათლება, ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან და მშობლებთან კომუნიკაციის ფსიქოლოგიური ასპექტები, ოჯახში ძალადობის საკითხები და კავშირი ოჯახში ძალადობასა და სკოლაში ბავშვთა ბულინგს შორის.

იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების ადვოკატები და კონსულტანტები აქტიურად არიან ჩართული ტრენინგის მსვლელობაში და კოლეგებს ერთმანეთის გამოცდილებასაც უზიარებენ. 

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, იურიდიული დახმარების სამსახური დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს ტრეინგების ჩატარებას და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას.