იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროებს ახალი ავტომობილები გადაეცა. სამსახურმა ავტოპარკის განახლებაზე ზრუნვა 2019 წლის ბოლოდან დაიწყო. რამდენიმე ავტომობილი ავარიების შედეგად სრულიად იყო მწყობრიდან გამოსული. ნაწილი კი საჭიროებდა კაპიტალურ შეკეთებას

ინტენსიური სამუშაოების შედეგად, საკითხი მოგვარებულია და ამიერიდან საზოგადოებრივი ადვოკატები შეუფერხებლად შეძლებენ ავტომობილებით სარგებლობას ყველა საჭირო მიმართულებით.

ახალი ავტომობილების გადაცემის ცერემონია თბილისში, ევროპის მოედანზე შედგა.