12 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი ონლაინ რეჟიმში დაესწრო  ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომას, რომელსაც  უძღვებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. მასში მონაწილეობდნენ: დუნია მიატოვიჩი - ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა  კომისარი, კარლ ჰარცელი - ევროკავშირის ელჩი საქართველოში და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების პირველი პირები.

სხდომის მთავარი თემა იყო თემაზე - ადამიანის უფლებები პანდემიის დროს. გაიმართა დისკუსია COVID 19-ით გამოწვეული კრიზისისას ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის შესახებ.