ცხელი ხაზი: 292 00 55
8-11 ივლისს USAID PROLoG-ის პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს დისტანციური ტრენინგი თემაზე - „არასრულწლოვანთა უფლებების დაცვა“და მას უძღვებიან ადვოკატები ირაკლი ყანდაშვილი და მაია ბაქრაძე. ტრენინგის მეორე ნაწილში ჩაერთვებიან ფსიქოლოგი ხათუნა ბაზერაშვილი და სოციალური მუშაკი ნათია მაჭარაშვილი.
ტრენინგის დასაწყისში მონაწილეებს მიმართეს იურიდიული დახმარების სამსახურის სასწავლო ცენტრის უფროსმა ქეთევან ბოჭორიშვილმა და “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (USAID/PROLoG) პროექტის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ.
ტრენინგზე განიხილება: ბავშვის უფლებათა კოდექსი; ბავშვის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტები; ბავშვის უფლებებზე დაფუძნებული მხარდაჭერის სისტემა; ბავშვთა უფლებების კოდექსით გათვალისწინებულ პუნქტებში ფსიქოლოგის საქმიანობის ძირითადი სფეროები; სოციალური მუშაკის როლი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალის მართლმსაჯულებაში და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ბავშვის მონაწილეობით, ბავშვის უფლებათა კოდექსის მიხედვით და სხვა.
ტრენინგში მონაწილეობას იღებენ იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების ადვოკატები და კონსულტანტები. ტრენინგი მიმდინარეობს მონაწილეთა აქტიური ჩართულობით.