10 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული „კანონის უზენაესობის მხარდაჭერის“ პროექტის (USAID/PROLoG) დახმარებით, შეხვედრა გამართა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა წარადგინა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურში მიმდინარე ცამეტი რეფორმის პრეზენტაცია,

შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ევროპის საბჭოს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის, გაეროს განვითარების პროგრამის, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის,  გაეროს ბავშვთა ფონდის და წარმომადგენლები.

გიორგი ჩხეიძემ, USAID/PROLoG-ის პროგრამის ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემის განვითარების მიმართულებით მიმდინარე რეფორმები და მიესალმა სამსახურის და საბჭოს მიერ იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესის და კრიტერიუმების დამტკიცებას, რაც ხელს შეუწყობს სოციალურად დაუცველი პირებისთვის კვალიფიციური იურიდიული მომსახურების გაწევას.

დონორმა ორგანიზაციებმა გამოთქვეს სრული მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ სსიპ იურიდიული დახმარების  სამსახურს მოსახლეობის მაღალკვალიფიციური უფასო სამართლებრივი დახმარებით უზრუნველყოფასა და სამართლებრივი ცნობიერების გაზრდის საქმეში, რაც საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.