24 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა პანკისის ხეობაში, დუისის საკონსულტაციო ცენტრში უმასპინძლა გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF ხელმღვანელს ღასან ხალილს და ფონდის სხვა წარმომადგენლებს რაჟდენ კუპრაშვილმა გააცნო სამსახურის პროექტები და რეფორმები.

ღასან ხალილმა აღნიშნა, რომ მისთვის მართლაც შთამბეჭდავია საზოგადოებრივი ადვოკატების მიერ გაწეული სამუშაოები და იურიდიული დახმარების სამსახურის მონაწილეობა საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის საქმეში და გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF სამსახურს  გაუწევს ფინანსურ მხარდაჭერას ოფისებში ბავშვზე მორგებული გარემოს შესაქმნელად.