ცხელი ხაზი: 292 00 55
29 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით, USAID PROLoG-ის პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს დისტანციური ტრენინგი თემაზე - „არასრულწლოვანთა უფლებების დაცვა“. ტრენინგს უძღვებიან იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე ნინო მელაძე და სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების სამმართველოს უფროსი თამარ ჭოხონელიძე, ტრენინგის მეორე ნაწილში ჩერთვებიან ფსიქოლოგი ნინო ლორთქიფანიძე და სოციალური მუშაკი ქეთევან გიგინეიშვილი.
ტრენინგზე განიხილება: ბავშვის უფლებათა კოდექსი; ბავშვის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტები; ბავშვის უფლებებზე დაფუძნებული მხარდაჭერის სისტემა; ბავშვთა უფლებების კოდექსით გათვალისწინებულ პუნქტებში ფსიქოლოგის საქმიანობის ძირითადი სფეროები; სოციალური მუშაკის როლი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალის მართლმსაჯულებაში და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ბავშვის მონაწილეობით, ბავშვის უფლებათა კოდექსის მიხედვით და სხვა.
ტრენინგში მონაწილეობენ იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების ადვოკატები და კონსულტანტები, ასევე მოწვეული საზოგადოებრივი რეესტრის ადვოკატები.
ტრენინგი მიმდინარეობს მონაწილეთა აქტიური ჩართულობით.