ცხელი ხაზი: 292 00 55
11 აგვისტოს, ქუთაისში, „ოქროს ჩარდახის“ ისტორიულ კომპლექსში გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურის ონლაინ პროექტის „საუბრები ბავშვის უფლებებზე“ პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრო საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF წარმომადგენელი ღასან ხალილი. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას გააცნო საქართველოში მოქმედი უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემა და ვრცლად ისაუბრა საზოგადოებრივი ადვოკატების როლსა და მნიშვნელობაზე არასრულწლოვანთა დაცვის საქმეში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ იურიდიული დახმარების სამსახური ახორციელებს პროექტებს, რომლის მიზანია მოსახლეობის, მათ შორის, ბავშვების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და უფლებებთან ერთად გარკვეული ვალდებულებების გაცნობაც. გაფორმდა მემორანდუმები აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახლეობის სკოლასთან „იმედი“, სკოლასთან „ღონე ქვეყნისა“ სასწავლო ცენტრთან „მერმისი“. მემორანდუმის თანახმად, აღნიშნული სკოლების მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვებიან იურიდიული დახმარების სამსახურის ონლაინ პროექტების განხორციელებაში. მოსაწავლეებს მიმართა UNICEF -ის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა, რომელსაც ქუთაისელმა მოსწავლეებმა დისკუსიის რეჟიმში საინტერესო შეკითხვები დაუსვეს. გაფორმდა მემორანდუმი იურიდიული დახმარების სამსახურსა და არასამთვრობო ორგანიზაცია „ინფორმაციულ ჰაბს“ შორის, რომლის საფუძველზე შემუშავდება სამაგიდო თამაშები ბავშვთა უფლებების შესახებ ბავშვებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით. შეხვედრის მონაწილეებს მიმართა ქუთაისის საკრებულოს წარმომადგენელმა ოთარ ლორთქიფანიძემ. „ოქროს ჩარდახში“ გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მასშტაბით კვლავ გაგრძელდება ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული აქტუალური თემების განხილვა როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე პირად შეხვედრებში.