2020 წლის 25 აგვისტოს  გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს რაჟდენ კუპრაშვილსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელ იოჰან ფრანცს შორის. 

აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და ასევე ისაუბრეს მომავალი თანამშრომლობის შესახებ.