31 აგვისტოს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი შეხვდა უფასო სამართლებრივი დახმარების რეფერალის (გადამისამართების) წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

უფასო იურიდიული დახმარების პორტალი www.free.mylaw.ge შექმნილია იმ პირებისათვის, ვისაც ამ ეტაპზე არ გააჩნია ადვოკატის აყვანის ფინანსური რესურსი და ამიტომ ეძებს უფასო იურიდიული დახმარების მომწოდებელ ორგანიზაციებს.

შეხევდრაზე ისაუბრეს იმ ხარვეზების შესახებ,  რაც რეფერალის ინტერნეტპორტალს www.free. mylaw.ge -ს გააჩნია. ხაზგასმით ითქვა, რომ საჭიროა განახლდეს რეფერალის სისტემა, რათა ეფექტური გახდეს ბენეფიციარებისთვის უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების პირობები და რეალური შედეგები იქნას მიღებული.

აღნიშნულ საკითხებზე აქტიური მუშაობა უახლოეს მომავალშიც გაგრძელდება