2 სექტემბერს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა ცაგერში ბიზნესის დაწყების და გაფართოების მსურველი ადგილობრივი მოსახლეობისათვის გამართა შეხვედრა, ცაგერის საზოგადოებრივ ცენტრში დირექტორმა წარადგინა პროექტი ,,სამართლებრივი დახმარება სტარტაპერებს" და შეკრებილებს უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემა და პირობები გააცნო.

იურიდიული დახმარების სამსახურის ანალიტიკოსებმა ცაგერელ სტარტაპერებს და ბიზნესის გაფართოების მსურველებს გააცნეს მიმდინარე საგრანტო პროექტები და თითოეულ მათგანს გაუწიეს სამართლებრივი კონსულტაცია.