ცხელი ხაზი: 292 00 55
3 სექტემბერს, მოზარდების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, იურიდიული დახმარების სამსახურმა დაიწყო ონლაინ პროექტი "სამართალი ბავშვებისთვის", სადაც არასრულწოვნებისთვის აქტუალური სამართლებრივი საკითხები განიხილება.
პროექტის პირველი გამოშვების სტუმარი იყო პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე, რომლიც მოზარდებს ბავშვის უფლებათა კოდექსზე ესაუბრა.
პროექტს მოდერაციას უწევს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტრორის მოადგილე სულხან გველესიანი, რომლმაც მოსწავლეებს ბავშვის უფლებათა გაეროს კონვენცია გააცნო.
მონაწილეობდნენ ქუთაისის აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სკოლა "იმედის" მოსწავლეები, რომლებმაც მნიშვნელოვანი კითხვები დაუსვეს იურისტებს და ამომწურავი პასუხებიც მიიღეს.