ცხელი ხაზი: 292 00 55
2020 წლის 22 სექტემბერს, რიგით მე-20 საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა აბაშაში (უჩა კაჭარავას N1), სადაც შესაძლებელი იქნება იურიდიული კონსულტაციის მიღება ნებისმიერი პირისთვის ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე.
აბაშის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართელოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარდა, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა ადგილობრივებს, მათ შორის, დევნილ და კონფლიქტით დაზარალებულ ქალებს, გოგონებს გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, საკუთრების რეგისტრაციასთნ დაკავშირებული საკითხები უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმები და ესაუბრა რეგიონისთვის მნიშვნელოვან რამდენიმე სამართლებრივ საკითხზე.
აბაშის საკონსულტაციო ცენტრში იმუშავებს ერთი იურისტ-კონსულტანტი და ის სამართლებრივ რჩევებს გასცემს სხვადასხვა საკითხზე. მათ შორის: სოციალურად დაუცველთა და დევნილთა უფლებები, საბანკო ურთიერთობები, მიწის დაუძრავ იქონების რეგისტრაცია, მემკვიდრეობა, შრომითი დავები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, მხარდამჭერად დანიშვნის საკითხები და სხვა აქტუალური პრობლემები.