ცხელი ხაზი: 292 00 55
2020 წლის 22 სექტემბრიდან, მარტვილში (თავისუფლების ქუჩა 10 ), უფასო სამართლებრივი დახმარების მიღება გაადვილდება, რადგან გაიხსნა იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი.მარტვილელებისათვის შესაძლებელი იქნება იურიდიული კონსულტაციის მიღება ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე.
საკონსულტაციო ცენტრში იმუშავებს ერთი იურისტ-კონსულტანტი. მოსახლეობასთან ღია ცის ქვეშ გამართულ შეხვერდაზე, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა ადგილობრივებს გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმები და ესაუბრა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართელოს ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ თემებზე.
იურიდიული დახმარების სამსახური უფასო სამართლებრივი დახმარების გამწევი სახელმწიფო ორგანიზაციაა. იურიდიული კონსულტაცია ხელმისაწვდომია ყველა პირისთვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, ხოლო გადახდისუუნარო პირებისათვის ხორციელდება სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა და საადვოკატო მომსახურების გაწევა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში.