8-9 ოქტომბერს, ჩატარდა დისტანციური ტრენინგი - ,,მიწის რეგისტრაციის საკითხებთან დაკავშირებით’’. ტრენინგს უძღვება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტი ირინა კვაჭანტირაძე.

ტრენინგზე განიხილებოდა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში 2020 წლიდან ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებები; ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების და რეგისტრაციის საკითხები; საკადასტრო მონაცემების ზედდება და სასამართლო პრაქტიკა; კომლის წევრის (წევრების) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრებისუფლების რეგისტრაციის წესი; უძრავ ნივთზე საერთო საკუთრების უფლებისა და მისი განკარგვის წესი; საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ზოგადი საკითხები.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს იურიდიული დახმარების სამსახურის  რეგიონული ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების კონსულტანტებმა. ტრენინგი მიმდინარეობდა მონაწილეთა აქტიური ჩართულობით.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, იურიდიული დახმარების სამსახური დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს ტრენინგების ჩატარებას და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას.