ცხელი ხაზი: 292 00 55
9 ოქტომბერს, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების "ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე " ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე.
შეხვედრაში მონაწილეობდა ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი რომან კეიდია, რომელმაც შეკრებილ საზოგადოებას გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით.
შეხვედრა ორგანიზებული იყო შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ და მასში ასევე მონაწილეობდნენ შსს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტისა და და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლები.