9-12 დეკემბერს USAID PROLoG-ის მხარდაჭერით იურიდიული დახმარების სამსახურის ხარისხის შეფასების სამმართველოს თანამშრომლებისთვის ჩატარდა დისტანციური ტრენინგი თემაზე -,,ეფექტიანი კომუნიკაციის უნარები“. 

ტრენინგს უძღვებოდა ვლადიმერ მკერვალიშვილი - კომუნიკაციის ექსპერტი.

აღნიშნული ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა იურიდიული დახმარების სამსახურის ბენეფიციარების კმაყოფილების კვლევის ფარგლებში ხარისხის შეფასების სამმართველოს თანამშრომელთა გადამზადებას ეფექტიანი კომუნიკაციის უნარებში. ტრენინგს წინ უსწრებდა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ ონლაინ კითხვარის დამუშავება, ინტერვიუს შეფასების ფორმის მომზადება და შესაბამისი რეკომენდაციების გაწევა.

ტრენინგზე განიხილებოდა ეფექტიანი და დამარწმუნებელი კომუნიკაცია; უნარები და კომპეტენციები, რომელსაც უნდა ფლობდეს ხარისხის სამსახურის თანამშრომელი; იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესი და კრიტერიუმები; ადვოკატსა და კლიენტს შორის კომუნიკაციის ეფექტიანობის შეფასება; ემპათია; ადვოკატსა და კლიენტს შორის ეფექტიანი კომუნიკაცია;  სპეციფიკურ ჯგუფებთან კომუნიკაციის თავისებურებები; სასამართლოსთან და მხარეებთან კომუნიკაციის სტანდარტები და სხვა.


შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, იურიდიული დახმარების სამსახური დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს ტრენინგების ჩატარებას და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას.