2020 წლის 29 დეკემბერს იურიდიული დახმარების საბჭოს ახალი წევრის შერჩევის მიზნით ჩატარდა ელექტრონული კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობდნენ სამსახურის ბიუროების მიერ წარმოდგენილი კანდიდატები. კენჭისყრის შედეგების მიხედვით იურიდიული დახმარების საბჭოს ახალ წევრად 1 წლის ვადით შერჩეულ იქნა რუსთავის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი მაკა რევია, რომლის უფლებამოსილება ძალაში შევიდა 2021 წლის 25 იანვრიდან.

მაკა რევია რუსთავის იურიდიული დახმარების ბიუროში 2011 წლიდან მუშაობს. 2006 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ეწეოდა კერძო საადვოკატო და პედაგოგიურ საქმიანობას.

გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში.