ცხელი ხაზი: 292 00 55
23 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს კასპის რაიონის სოფელ მიქელწყაროში მცხოვრებ აზერბიაჯანულენოვან მოქალაქეებთან.
საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივ მოსახლეობას ოჯახში ძალადობის მსხვეპლთა დაცვის საკითხები და ქალთა უფლებები გააცნეს. მოქალაქეებს ასევე განემარტათ უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები.
იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები მსგავს ღონისძიებებს პერიოდულად აწყობენ, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.