ცხელი ხაზი: 292 00 55
24-26 თებერვალს, ევროპის საბჭოს (CoE) მხარდაჭერით ჩატარდა დისტანციური ტრენინგი თემაზე - „ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები’’.
ტრენინგს უძღვებოდა ბაია პატარაია - ეროვნული ექსპერტი გენდერის საკითხებში.
ტრენინგზე განიხილებოდა:
ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების ადვოკატები და კონსულტანტები, ასევე მოწვეული საზოგადოებრივი რეესტრის ადვოკატები.
ტრენინგი წარიმართა მონაწილეთა აქტიური ჩართულობით.
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, იურიდიული დახმარების სამსახური დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს ტრენინგების ჩატარებას და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას.