ცხელი ხაზი: 292 00 55
5 მარტს, USAID PROLOG-ის გრანტის ფარგლებში, ჩატარდა დისტანციური ტრენინგი თემაზე -,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ძალადაკარგულად გამოცხადება; ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობის სამართლებრივი შედეგები; კეთილსინდისიერი შემძენის უფლება’.
ტრენინგს უძღვებოდა - საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მაია ვაჩაძე.
ტრენინგზე განიხილებოდა: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ძალადაკარგულად გამოცხადება; ადმინისტრაციული წარმოების სახეები და თავისებურებანი; ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობის სამართლებრივი შედეგები; კეთილსინდისიერი შემძენის უფლებები.
ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების ადვოკატები და კონსულტანტები, ასევე მოწვეული საზოგადოებრივი რეესტრის ადვოკატები. ტრენინგი წარიმართა მონაწილეთა აქტიური ჩართულობით.
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, იურიდიული დახმარების სამსახური დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს ტრენინგების ჩატარებას და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას.