ცხელი ხაზი: 292 00 55
28 მარტს, ბათუმის იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროს უფროსი იამზე ზანდარაძე და ადვოკატი ნატო ირემაძე, ბათუმის ქალთა კლუბის მიწვევით, შეხვდნენ ახალგაზრდებს გამომცემლობაში „წიგნები ბათუმში".
ღონისძიების თემაზე იყო „ბავშვის უფლებები“, რომელიც მიეძღვნა სოციალურ კამპანიას #ნინისთვის #ნინისგამო. აღნიშნული კამპანია ქობულეთის ტრაგედიის შემდეგ დაიწყო, როდესაც ძალადობის მსხვერპლმა 14 წლის ნინიმ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
იამზე ზანდარაძემ აჭარის რეგიონში ბავშვთა და ქალთა უფლებების მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და სამართლებრივ პრაქტიკაზე ისაუბრა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: ასოციაცია "ქალები რეგიონების განვითარებისთვის“ პრეზიდენტი, ბათუმის ქალთა კლუბის დამფუძნებლები, წევრები, სკოლის მოსწავლეები და სხვა.