ცხელი ხაზი: 292 00 55
USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის და იურიდიული დახმარების სამსახურისთვის შემუშავდა დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციის და რეაგირების მექანიზმი, რაც ხელს შეუწყობს დასაქმების ადგილზე თანაბარ მოპყრობას და დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს შექმნას. PROLoG-მა, ასევე, მხარი დაუჭირა სასწავლო მოდულის „სექსუალური შევიწროების აღმოფხვრა და მართლმსაჯულების გაძლიერება გენდერული თანასწორობის გზით“ შემუშავებას ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატებისთვის, რაც დაეხმარება მათ საქმეების უფრო ეფექტურად წარმოებაში
გაიგეთ მეტი: http://bit.ly/3ptE9li