16 აპრილს USAID  PROLoG-ის  გრანტის  ფარგლებში   ჩატარდა  დისტანციური  ტრენინგი  თემაზე - ,,კლიენტთან, მათ შორის არასრულწლოვან კლიენტთან ადვოკატის კომუნიკაცია’’.

ტრენინგს  უძღვებოდნენ სამართლის პროფესორი, მედიატორი - სოფიო ჩაჩავა და ფსიქოლოგი - ნინო გოგიჩაძე.

ტრენინგზე  განიხილებოდა:  
ადვოკატთა კომუნიკაციის საკითხები, პირველი ინტერვიუ/ბარიერები, აქტიური მოსმენა, ეფექტიანი შეკითხვები, საადვოკატო ეთიკა. ასევე არასრულწლოვანთან საუბრის ფსიქოლოგიური ასპექტები, ნდობა/ემოციების მნიშვნელობა, ბავშვთან საუბრისას გასათვალისწინებელი ფაქტორები, ექსტერნალიზებული ქცევითი აშლილობა.

ტრენინგში  მონაწილეობდნენ  იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების ადვოკატები და კონსულტანტები, ასევე მოწვეული საზოგადოებრივი რეესტრის ადვოკატები. ტრენინგი წარიმართა მონაწილეთა აქტიური ჩართულობით.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, იურიდიული დახმარების სამსახური დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს ტრენინგების ჩატარებას და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას.