გაჩნდა კიდევ ერთი ახალი სივრცე სამართლებრივ საკითხებზე მსჯელობისთვის - გამოვიდა ჟურნალ "საზოგადოებრივი ადვოკატის" პირველი ნომერი, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის დაარსების 15 წლისთავს მიეძღვნა. ჟურნალის დაარსების იდეა ეკუთვნის იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს რაჟდენ კუპრაშვილს. 

ჟურნალი გამოსაცემად 2020 წელს მომზადდა, თუმცა გლობალური პანდემიით  წარმოშობილი პრობლემების გამო მისი დაბეჭდვა და პრეზენტაცია გადაიდო.

ჟურნალის რედაქტორია ბიძინა მაყაშვილი. პირველ ნომერზე მუშაობდნენ: ნინო მელაძე, სულხან გველესიანი, ნინო ჩუტკერაშვილი, ზაზა ჯღარკავა, ლეილა ბერიშვილი, მარიამ ბერიძე, ოთარ ყელაურიძე.

ჟურნალში შესულია როგორც სტატიები სამართლებრივ თემებზე, ასევე ინტერვიუები, განხილულია ისტორიული, კულტურული და სხვა მოვლენები, რომელიც სამართლის სფეროს ეხება. 

ჟურნალი განკუთვნილია, როგორც იურიდიული წრეების, ასევე ფართო მკითხველისათვის.

ჟურნალის ელექტრონული ვერსიის წასაკითხად გაეცანით მიმაგრებულ ფაილს, ან გადადით ლინკზე "პუბლიკაციები".:

http://www.legalaid.ge/files/2021-04/Advokat_N1_preview_spread_page+%20(1).pdf