ცხელი ხაზი: 292 00 55
23 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანუმს.
მემორანდუმის ფარგლებში იურიდიული დახმარების სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქსტატს აღმოუჩენს შესაბამის დახმარებას ინფორმაციის მოპოვებისა და მიღების ორგანიზებაში; ხოლო საქსტატი, სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის ფარგლებში, სამსახურისთვის საჭირო სტატისტიკური მონაცემების პერიოდულ მიწოდებას. მონაცემების გადამუშავების და სხვა საკითხების შესახებ პროფესიული კონსულტაციებისა და რჩევების გაცემას;
მხარეები შეთანხმდენენ, რომ ერთობლივად უზრუნველყოფენ თემატური სამუშაო ჯგუფების შექმნასა და სამუშაო შეხვედრების გამართვას, რაც ხელს შუწყობს, ერთი მხრივ, ოფიციალური სტატისტიკის წარმოებას, ხოლო, მეორე მხრივ, სამსახურის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს უზრუნველყოფს მათთვის საჭირო, სანდო და ობიექტური სტატისტიკური ინფორმაციით.
საჭიროების შემთხვევაში, ასევე ერთობლივად განახორციელებენ სხვადასხვა ღონისძიებას საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით.