ცხელი ხაზი: 292 00 55
26 აპრილს, დისტანციური შეხვედრა ჩატარდა ახალქალაქის ადმინისტრაციაში დასაქმებული ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, რომელიც მხარდაჭერილია USAID –ProLog-is, PITA-ს და UNAG -ის მიერ და ხორციელდება სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთობლივი საინფორმაციო კამპანიის სახით.
წარდგენილი იყო პრეზენტაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ, რომელიც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა გააცნეს შეხბედრის მონაწილეებს.
ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდა ახალქალაქის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი ინგა გვარამაძე.