ცხელი ხაზი: 292 00 55
15 მაისს, ფშავში, ხომის ტურისტულ კომპლექსში, იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები შეხვდნენ ფშავის თემის წარმომადგენლებს.
შეხვედრის ორგანიზატორია ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციაა “people in need”, რომელიც ახორციელებს საინფორმაციო კამპანიას შრომის უფლებებთან დაკავშირებით. ფშავის შეხვედრის პარტნიორები იყვნენ პროექტის “არაგვის თემთა მდგრადი განვითარების “ წარმომადგენლები.
შეკრებილ საზოგადობას მიმართა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა. იურისტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების პირობებსა და შრომის კოდექსში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების შესახებ.
შეხვედრის ბოლოს, მცხეთის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლებმა ადგილობრივ მოსახლეობას გაუწიეს ინდივიდუალური კონსულტაციები.