ელისო ბოგვერაძე იურიდიული დახმარების სამსახურში 2008 წლიდან მუშაობს. ელისო თვადაპირველად მუშაობდა სპეციალისტის პოზიციაზე. მას ჰქონდა არაერთი წარმატებული საქმე, რისთვისაც მიღებული აქვს მადლობის სიგელი, იურიდიული დახმარების სამსახურის წარმატებულ საქმიანობაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისა და მაღალი სტანდარტების იურიდიული მომსახურების უზრუნველყოფისა და გამორჩეული პროფესიონალიზმისათვის. ელისო ბოგვერაძე 2014-2016 წლებში მუშაობდა კონსულტანტად, ხოლო 2016 წლიდან დღემდე მუშაობს ადვოკატის პოზიციაზე სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.

ელისო ბოგვერაძის მრავალწლიან პრაქტიკაში არაერთი წარმატებული საქმე დაგროვდა. მას გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის საოჯახო და მემკვიდრეობით სამართალში, ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში.

ელისო ბოგვერაძე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სერტიფიცირებული ტრენერია. როგორც ტრენერი, იგი პერიოდულად უზიარებს თავის კოლეგებს ცოდნასა და გამოცდილებას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: საარჩევნო სამართალის საკითხები, ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენცია, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებები და სხვა.

ელისო ბოგევრაძე დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.