21 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურს აზერბაიჯანის დელეგაცია ეწვია. სტუმრებს შორის იყვნენ აზერბაიჯანის მილიმეჯლისის დიასპორებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვაგიფ სეიდბეკოვი, აზერბაიჯანული დიასპორის მხარდაჭერის ფონდის დირექტორის მოადგილე შაჰინ ჯამალოვი, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს პირველი მდივანი ანარ რასულოვი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორებთან ურთიერთობის სახელმწიფო კომიტეტის ტერიტორიული დეპარტამენტის უფროსი ვუსალ მამადოვი.

სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა სტუმრებს გააცნო უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემა საქართველოში და მათი ხელმისაწვდომობა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის. 

გადაწყდა, რომ უწყებებს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება და გაღრმავდება, რათა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგნელებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს უფასო სამართლებრივი დახმარება.