21 მაისს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ჩატარდა დასკვნითი ღონისძიება საინფორმაციო კამპანიის პროექტისა - "ეთნიკური უმცირესობებისთვის უფასო იურიდიული სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა".

აღნიშნული საინფორმაციო კამპანია განახორციელა იურიდიული დახმარების სამსახურმა - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით და მხარდამჭერი იყოს USAID/ Georgia-s, PITA-ს და UNAG -ის მხარდაჭერით.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდები, რომლებიც ჩართული იყვნენ პროექტის განხორციელებაში. ისინი წინასწარ, იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტების მიერ ტრენერებად გადამზადდნენ. ჩატარდა ორი ათეული შეხვედრა მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფთან როგორც უშუალოდ, ასევე - ონლაინ. შეხვედრებს საერთო ჯამში ეთნიკური უმცირესობების 500-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა,  მადლობა გადაუხადეს პროექტის მონაწილეებს  და შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს.